უკრაინის იერიშის შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსია ორმა რუსულმა გემმა დატოვა - მედია

ორმა რუსულმა გემმა ფეოდოსია დატოვ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იერიში მიიტანეს. იუწყება რადიო თავისუფლება/ევროპა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული სადესანტო გემი Novocherkassk-ი, რომელიც ფეოდოსიაში იყო განთავსებული უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ გემი არა დაზიანდა, არამედ, განადგურდა და არა დაზიანებული.

დამოუკიდებელ რუსულ საინფორმაციო რესურს Agentstvo-ს ცნობით, თავდასხმის დროს სულ მცირე ორი ოფიცერი იმყოფებოდა სადესანტო გემზე Novocherkassk-ი. გემის მეთაურმა ნიკოლაი სტეპანენკომ Agentstvo-ს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.


უკრაინამ არაერთხელ დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მათ შორის, ჩაძირა ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა.“ ასევე, აღსანიშნავია დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა ფლოტის შტაბ-ბინაზე ოკუპირებულ ყირიმში, რომლის შედეგადაც, 30-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.