გერმანიამ იარაღის ექსპორტი 40%-ით გაზარდა

გერმანიის ხელისუფლებამ რეკორდული 11,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის ექსპორტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს.

იარაღის მიწოდების ახალმა პროგრამამ 2021 წელს დაფიქსირებული (9,35 მილიარდი) წინა რეკორდი გააუმჯობესა.


გასულ წელთან შედარებით ზრდამ კი, 40 პროცენტი შეადგინა.

4,15 მილიარდი ევრო, დამტკიცებული ექსპორტის მესამედზე მეტი, უკრაინაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისთვის წავიდა.