ისრაელის პრემიერმა თურქეთის ლიდერის განცხადებას უპასუხა.
„ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში, მსოფლიო რეკორდს ამყარებს, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ერდოღანი კი, მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.