უკრაინა ევროკავშირისა და აშშ-სგან დაფინანსების შეფერხების შემთხვევაში, რამდენიმე ვარიანტს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამუშავებს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველი თვეების მოკლევადიან პერსპექტივაში მთავრობას აქვს ალტერნატიული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს დაფინანსების დაგვიანების შემთხვევაში. ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებობს სოციალური გადასახადების შეფერხების რისკი, რადგან მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს მხარდაჭერას უკრაინის მექანიზმის ფარგლებში თებერვალში და დაფინანსებას მარტის ბოლომდე გამოყოფს.
„პარტნიორების მხარდაჭერა უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება,“ - აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, უკრაინამ მოიზიდა 42 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საერთაშორისო დახმარება, რამაც კიევს ყველა გადაუდებელი ხარჯის დაფინანსების საშუალება მისცა.