მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციას აგრესიის გავრცელება სხვა ქვეყნებზეც შეუძლია. ამის შესახებ სანდუმ რუმინულ პორტალ Veridica-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ გააჩერებენ და თუ პუტინს არ გააჩერებენ, ფასი ყველასთვის გაცილებით მაღალი იქნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
სანდუმ განმარტა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, არამხოლოდ კიევის ან კიშინიოვის, არამედ, ყველას ინტერესებშია და ამიტომ მას „დემოკრატიული სამყაროს ერთიანობის" სჯერა. სანდუ "იმედოვნებს, რომ უკრაინა ყველა საჭირო მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს.