ლატვიამ უკრაინას გენერატორები გადასცა

ჩერნიგოვის ოლქის რაიონებმა ლატვიიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა სიმძლავრის 32 დიზელის გენერატორი მიიღეს.

გენერატორები საგანმანათლებლო დაწესებულებებში უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას დაეხმარება.

„ჩვენ მივიღეთ 18 კვტ სიმძლავრის გენერატორი საბავშვო ბაღისთვის, სადაც 200 ბავშვი სწავლობს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დახმარების წყალობით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ საქვაბე ოთახის და სამზარეულოს მუშაობა,“ - ამბობს საბავშვო ბაღის დირექტორი დარინა ჰალუშკა.

ჩერნიგოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმ, განაცხადა, რომ ლატვიელი პარტნიორები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კომპიუტერული აღჭურვილობის მიწოდებასაც გეგმავენ.