შავ ზღვაში ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აფეთქების შემდეგად ორი მეზღვაური დაშავდა. მათ უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს კი, ადგილზევე გაუწიეს დახმარება. გემთან ბუქსირი გაიზგავნა.
გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა.
მარცვლეულით დატვირთული გემი უკრაინის დუნაის პორტისკენ მიემართებოდა და სწორედ ამ დროს შეეჯახა რუსულ ნაღმს. აფეთქების შედეგად გემმა კონტროლი დაკარგა, გემბანზე კი, ხანძარი გაჩნდა.