შეერთებულმა შტატებმა წელს უკრაინას 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 34 სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით.
„ამ წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო 34 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 24 მილიარდ დოლარზე მეტია,“ - დაწერა ზელენსკიმ და გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონის შემდგომი მხარდაჭერა გაგრძელდება.
საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.