აშშ-ის ლიდერობა გადამწყვეტია აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, მსოფლიოში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის მადლობას უხდის.


„ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციაში, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტერორისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში არამარტო უკრაინაში, არამედ, მთელ მსოფლიოში,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინისთვის F-16-ტიპის თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.


„ჩვენ ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით ამ მხარდაჭერის, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას არამხოლოდ უკრაინასა და ევროპაში, არამედ, შეერთებულ შტატებშიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე ყველაზე ძლიერი და მტკიცე პასუხი," - განაცხადა ზელენსკიმ.