რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ “რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონი გაანადგურეს.“
უწყების განცხადებით კიევმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე „ტერორისტული თავდასხმა“ სცადა. "კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს,“ - ნათქვამიაგანცხადებაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.