მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შენნა ბელოუსმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი უფლებამოსილი არ არის, არჩევნებში კენჭი იყაროს იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა 2021 წელს აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია.
34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა მოიხსნას მაინის კენჭისყრიდან აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების გამო, რომელიც ამბოხებაში ჩართულ პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში და 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპი იყენებდა ცრუ ნარატივს არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა წაეხალისებინა თავისი მხარდამჭერები და მიემართა ისინი კაპიტოლიუმისკენ,“ - აცხადებს შენნა ბელოუსი.
20 დეკემბერს სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა.