უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ძალისხმევა იმ გენოციდის შესაჩერებლად, რასაც რუსეთი უკრაინელი ხალხის მიმართ სჩადის.“
„ვერანაირი საუბარი „ზავის“, „ტერიტორიების დროებით დათმობის“, „დაღლილობისა“, „მოლაპარაკებების“ და სხვა „დათმობების“ შესახებ ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას და რუსეთი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა უკრაინის სრული განადგურებისა,“ - ნათქვამია კულებას განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მათ მიმართა, ვინც ომით „დაიღალა“ და რუსეთის ფედერაციასთან „მოლაპარაკებების“ დაწყების პროპაგანდას ეწევა.
„დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამაღალმა ხმებმა გააღვიძა. ვისურვებდი, რომ ამ აფეთქებების ხმების გაგონება, რომლებიც უკრაინაში ისმის, მთელ მსოფლიოში იყოს შესაძლებელი. ყველა დიდ დედაქალაქში, შტაბ-ბინასა და პარლამენტში, სადაც ახლა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილება და ყველა რედაქციაში, სადაც წერენ „დაღლილობაზე“ ან „მოლაპარაკებებისთვის“ რუსეთის სავარაუდო მზადყოფნაზე. ეს ხმები არის ის, რისი თქმაც ნამდვილად სურს რუსეთს,“ - აღნიშნა კულებამ.
დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის აგრესიაზე კოლექტიური პასუხი შეიძლება და უნდა იყოს უკრაინისთვის მხოლოდ მუდმივი, ძლიერი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა.