ბრინკი რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევის შემდეგ: უკრაინას ახლა სჭირდება დაფინანსება

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება დაფინანსება. რათა მომავალ წელს გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის.


აშშ-ის ელჩმა გამოაქვეყნა „სქრინშოტი“ შეტყობინებებით კიევში საჰაერო თავდასხმისა და დედაქალაქში რაკეტების გაშვების შესახებ.

„ეს არის ის, რასაც უკრაინელები დღეს თავიანთ ტელეფონებზე (შეტყობინება საჰაერო განგაშის შესახებ) ხედავენ: შედეგად, მილიონობით კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფება ბომბის თავშესაფრებში, რადგან რუსეთი რაკეტებს ისვრის მთელ ქვეყანაში. უკრაინას ახლა სჭირდება დაფინანსება, რომ გააგრძელოს ბრძოლა ასეთი საშინელებისგან თავის დასაცავად 2024 წელს,“ - ამბობს ელჩი.