გემ Novocherkassk-ზე დარტყმისას 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა - მედია

სადესანტო გემზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად, 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა და 27 დაშავდა.

ამის შესახებ იტყობინება Sevastopol News- შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო დახმარების დეპარტამენტის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია სევასტოპოლის დამოუკიდებელმა ტელევიზიამაც გამოაქვეყნა, თუმცა ეს სიახლე შემდგომში გაქრა.

პორტალ Sevastopol News-ის ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი ნიკოლაი ევმენოვი ქალაქში ორდღიანი გლოვის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქვა.