ლიეტუვაში ამერიკელი წარმოების 50 მსუბუქი ტაქტიკური მანქანა ჩავიდა, რომლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაახლოებით, 4 წლის წინ გაფორმდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის კონტრაქტით ერთობლივი მსუბუქი ტაქტიკური მანქანების (JLTV) შესყიდვის პირველი ეტაპი დასრულდა.
„გუშინ 50 ახალი ერთეული ჩამოვიდა ლიეტუვაში, რათა შესრულდეს 2019 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი აშშ-ს მთავრობასთან, 200 JLTV-ის შესაძენად. 2022 წელს ხელმოწერილი მეორე კონტრაქტი მომავალი წლის დასაწყისში კიდევ 300 მანქანას უზრუნველყოფს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.