სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს 2024 წელი მიულოცა.
პატრიარქმა საქართველო დალოცა და აღნიშნა, რომ სიტყვას აქვს უდიდესი ძალა.
„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ. სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი - ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“ - აღნიშნა პატრიარქმა.