თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, ებრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც მან მწუხარება გამოთქვა ირანის კერმანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, თურქეთის ლიდერმა „დაგმო ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.“
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიმეორა თავისი მოწოდება ირანთან, რომ ერთად უნდა იმუშაონ ტერორიზმთან ბრძოლისთვის.
ორი ლიდერი შეთანხმდა ირანის პრეზიდენტის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის შემდგომ გადადებაზე.