ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია. ვრცელდება ინფორმაციები აფეთქებების შესახებ სევასტოპოლსა და ფიოლენტის კონცხზე.

„წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია,“ - წერს რაზვოჟჟაევი ტელეგრამ არხზე.


რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.