დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.
"ერთი, 9 წლის ბავშვი ახალ წლამდე დაზინდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ,“ - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
გუგა ქაშიბაძე, ასევე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:
„ახლა გავიდა ახალი წელი და [პიროტექნიკის გამოყენება] კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, [დაზიანებულთა რაოდენობა] შედარებით შემცირებულია."