შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბის“ ლიდერი მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი.
მისივე ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. რაიდერის ცნობით, ერაყში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა 4 იანვარს, შუადღისით განახორციელეს. პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, თავდაცვის მიზნით ჩატარებული ოპერაციისას სამოქალაქო პირები არ დაშავებულან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.