ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ღაზის სექტორის საკითხზე მოლაპარაკებების წინ თურქეთში ჩავიდა

ს ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან. როგორც Guardian-ი წერს, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთით გამგზავრებას გეგმავს.


ბლინკენი მხარს უჭერდა ისრაელს და ცდილობდა, დაერწმუნებინა რეგიონული მოთამაშეები, რომ ვაშინგტონი ორიენტირებულია ჰუმანიტარული ტანჯვის შემსუბუქებაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის ფონზე.

„ჩვენ არ ველით, რომ ამ მოგზაურობის დროს დაგეგმილი ყველა საუბარი მარტივი იქნება. აშკარაა, რომ რეგიონის წინაშე რთული საკითხები დგას, მაგრამ მდივანი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობაა, წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა ამ გამოწვევების თავიდან ასაცილებლად და ის მზად არის,  ამის გასაკეთებლად უახლოეს დღეებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბლინკენის ტურნესთან დაკავშირებით.


Guardian-ის ცნობით, თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ბლინკენის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აშშ-ის ძალების საჰაერო ბაზისკენ გაემართნენ, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.