უკრაინა და ლატვია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გაზრდიან და ამ სფეროში ერთობლივ პროექტებს განავითარებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ლატვიელ კოლეგა ანდრის სპრუდსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ლატვიელ კოლეგასთან ანდრის სპრუდსთან. მე მას ვაცნობე ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, ცალკე ხაზი გავუსვი ელექტრონული ომისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მნიშვნელობას. მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას ლატვიის აქტიური ნაბიჯებისთვის, რომლებიც დრონების კოალიციის განვითარების მიმართულებით გადაიდგა. ჩვენ გავზრდით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას და განვავითარებთ ერთობლივ პროექტებს ამ სფეროში,“ - განაცხადა უმეროვმა.