გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა "მაღალ ფასს" გადაიხდის რუსეთის მხარდაჭერისთვის.
მანამდე აშშ-მ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანის მიერ მიწოდებული რაკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. „მსოფლიომ ზურგი შეაქცია რუსეთს და აიძულა პუტინი, დამცირებულიყო, ჩრდილოეთ კორეაში წასულიყო მისი უკანონო შემოჭრის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა შაპსმა.
მისი შეფასებით, ამით რუსეთმა დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუცია და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს სხვა რეგიონის უსაფრთხოება.
„ეს ახლა უნდა შეწყდეს,” - აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მოსკოვი და განაცხადა, რომ მის მიერ ჩრდილოეთ კორეის იარაღის გამოყენება იყო "რუსეთის იზოლაციის გამოვლინება მსოფლიო ასპარეზზე და ასევე, მისი სასოწარკვეთის ნიშანი; „გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერდა, როგორც მუდმივი წევრი."
ლონდონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, „შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.“
მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გააქტიურდა, რადგან პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეებს ეძებს.