უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშუკმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე, რუსეთის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული დარტყმა დაადასტურა.
მეთაურმა მადლობა გადაუხადა პილოტებს „შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსთვის.“
4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მახლობლად რუსული ჯარების დაჯგუფების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. რუსეთმა დაადასტურა, რომ შეტევის შედეგად 23 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის არიან მაღალი რანგის ოფიცრები და სპეციალური ძალების წარმომადგენლები.