ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოსაყენებლად სამართლებრივი ბაზის შექმნა დააჩქარონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დააჩქარონ სამართლებრივი ბაზის შექმნა რუსული აქტივების უკრაინის ინტერესებისთვის გამოსაყენებლად. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ელიტასა და ხელმძღვანელობას „არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ მათ ყველაზე მეტად ფული აინტერესებთ.“


ზელენსკის შეფასებით, აქტივების დაკარგვა ყველაზე მტკივნეული ზარალი იქნება რუსებისთვის. „ისინი შეიგრძნობენ საერთაშორისო თანამეგობრობის ნამდვილ ძალას და დაინახავენ, რომ მსოფლიო ტერორზე ძლიერია.“


„რუსეთის აქტივები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ არის გაყინული, შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს. ისინი უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ ფასი გადაიხადოს თავისი ტერორისთვის,“ - წერს ზელენსკი.


შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მაისს, რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე, 40-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული აგრესიით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, როსტისლავ შურმას თქმით, უკრაინას ყოველწლიურად შეუძლი, ჩამორთმეული რუსული აქტივებიდან $15 მილიარდამდე შემოსავალი მიიღოს.