"საქართველოს ფოსტამ" მომსახურება გააძვირა

„საქართველოს ფოსტის“ განმარტებით,  ტარიფები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის განცხადებით, „განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით  და იმ  ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა  კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.“

 „აქვე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას,“ - აცხადებენ კომპანიაში.

"საქართველოს ფოსტის" 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ „სერვისებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.“