აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯო ბაიდენი ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვისთვის მიიწვია

7 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა (რესპუბლიკელი - ლუიზიანა) პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ყოველწლიური ხალხისადმი მიმართვისთვის მიიწვია. ჯო ბაიდენმა X-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სიტყვით გამოსვლას კონგრესის წინაშე 7 მარტს.


6 იანვარს, თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში, ჯონსონმა ოფიციალური მოწვევა გადასცა ბაიდენს, კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე გამოსვლისთვის. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ბაიდენს ეპატიჟება "ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდი გამოწვევის მომენტში."

პრეზიდენტის ეს ყოველწლიური გამოსვლა პირველი იქნება ჯონსონისთვის, როგორც სპიკერისთვის, რომელიც ტრადიციულად, პრეზიდენტის უკან და მარცხნივ ზის ხოლმე კონგრესის წინაშე მისი გამოსვლისას.