შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს, თუ მას ივნისის კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრად აირჩევენ.

ამის შესახებ მან რამდენიმე ბელგიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე გადავწყვიტე, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო,“ - განუცხადა მიშელმა მედიას.

გავრცელებული ინფორმაციით, მან გადაწყვიტა, შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტიას - Reformation Movement (Mouvement Réformateur).


„თუ ამირჩევენ, ერთგულების ფიცს დავდებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიქნები ივლისის შუა რიცხვებამდე, ევროპარლამენტის წევრის ფიცის დადებამდე,“ - აღნიშნა მიშელმა.

მიშელს პრეზიდენტის უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება, მაგრამ ის ორ პოზიციაზე ერთდროულად ვერ იმუშავებს.

ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის არჩევაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები არჩევნების შემდგომ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ.