შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილტრმი აცხადებს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შვედეთისა და ევროპის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხედ დარჩება.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის, რომელიც გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი აგრძელებს გაეროს წესდებისა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის რღვევას,“ - განაცხადა მინისტრმა.
ბილსტრომის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იბრძვიან ევროპის თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის.
11 დეკემბერს შვედეთის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი $133,5 მილიონიიანი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
ეს თანხები ზამთარში უკრაინელების საჭიროებას მოხმარდება.