უკრაინა დაინტერესებულია შვედეთთან იარაღის ერთობლივი წარმოებით - ზელენსკი

შვედეთთან იარაღის წარმოება ერთობლივი უკრაინისთვის პრიორიტეტია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე „საზოგადოება და თავდაცვა“ გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ვიბრძვით საუკეთესო იარაღისა და ტექნოლოგიისთვის მსოფლიოში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია შვედეთთან ერთობლივი წარმოება. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ჩვენ შევძლებთ უკრაინაში თქვენთან ერთად პირველი ერთობლივი წარმოების გახსნას,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვის საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები ჩეხეთთან, შეერთებულ შტატებთან და გერმანიასთან.