FSB-ს სამი ოფიცერი 5 მლრდ რუბლის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხუთი მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება FSB-ს ოფიცრების, ალექსეი ცარიოვის, სერგეი მანიუშკინისა და ალექსანდრ უშაკოვის მიმართ მიმდინარეობს. ინფორმააციას კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს.


სამივე ბრალდებული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) სამმართველო „М“-ში მსახურობდა. მისი თანამშრომლები ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებულნი. ალექსანდრ უშაკოვი დაპატიმრებულია, მას ბრალად ედება დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

სერგეი მანიშკინი და ალექსეი ცარიოვი შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თანამზრახველების შესახებ ჩვენებები მისცეს.