შოლცი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ.

კანცლერის თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ დგას უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეს.


„ამიტომ, ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის სასარგებლოდ თავიანთი ძალისხმევა გააძლიერონ,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირს უახლოესი სამიტისთვის, ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი წელს უკრაინის დასახმარებლად.

ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.