პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
 
                                 
                             
                                                                
                         
                                 
                                 
                                 
                                 
                                