პენტაგონი: ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვგეგმავთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავენ.

„კვლავაც ძალიან კონცენტრირებულები ვართ ISIS-ის მისიის დამარცხებაზე,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალები ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან.


რაიდერის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ ბაღდადმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მისი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაღდადი იწყებს მზადებას ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანისთვის, რადგან მათი ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს.  მანამდე, ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია მოახდინა.