ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება მობილური ტელეფონების მომხმარებლებს გაუგზავნა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. უწყების ცნობით, ჩინურმა თანამგზავრმა სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა.

აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.