საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად დანიშნა. გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.
განათლების მინისტრობამდე ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და სოციალისტების პარტიის წევრი იყო. 2017 წელს ატალი პარლამენტის წევრი გახდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა.