უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება - NATO-უკრაინის საბჭო 10 იანვარს იკრიბება

კიევი ელის, რომ NATO-უკრაინის საბჭოს მორიგი შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.


„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აგრძელებენ," - განაცხადა დმიტრო კულებამ.


10 იანვარს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნება. ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის უფროსის მოადგილემ და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა იჰორ ჩერნიევმა განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის მოგერიებისას უკრაინას მოუიწია საჰაერო თავდაცვის რაკეტების მნიშვნელოვანი ოდენობის დახარჯვა და ეს მარაგი უნდა შეივსოს. 


ჩერნიევმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ზოგჯერ იყენებენ საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რაკეტას ერთი რუსული რაკეტის ჩასაჭრელად, განსაკუთრებით, თუ შეტევა მასიურია. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ჰაერიდან ეფექტიანი თავდაცვისთვის უკრაინას ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა სჭირდება.

„გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი სისტემები, როგორიცაა, Patrioteb-ი, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს პრობლემა აქტუალურია და ამიტომაც იყო NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა ასე სწრაფად მოწვეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგი იქნება," აღნიშნა ჩერნიშევმა.