შეიარაღებული პირები ეკვადორის სატელევიზიო სტუდიაში, პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ - BBC

შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი ეკვადორში, სატელევიზიო სტუდიაში შეიჭრა და პერსონალს დაემუქრა. BBC-ის ცნობით, პირდაპირი მაუწყებლობა ამის მომხდარი ფაქტის შემდეგ შეწყდა.

შეგახსენებთ, 9 იანვარს, ეკვადორში, ნარკოდაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ციხიდან გაიქცა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.