იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერის მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ნაწილს მის შესახებ, ამაზრზენი უწოდა.
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო," - წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში.
მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუს დროს, ასევე ისაუბრა ვიქტორ ოსიმენზე. მან ღნიშნა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში სათამაშოდ გადავა, კვარაცხელიას კი, „სხვა ცხოვრებისეიული ტვინი აქვს“ და საუდის არაბეთში მილიარდი რომ მისცენ, მაინც არ ითამაშებს.