დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის არმია უკვე კიევში იქნებოდა - ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ჟირეშმა 9 იანვარს საპარლამენტო დებატების დროს უარყო განცხადებები, რომ დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება "აფერხებს კონფლიქტის დიპლომატიურ და მშვიდობიან მოგვარებას."

საპასუხოდ, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ირიშმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გადაწყვეტილება მთლიანად რუსეთზე და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.


„მტრის რაკეტები არ დაეცემა ჩეხეთის ტერიტორიაზე, თუ ჩვენ დავეხმარებით უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იცავს ევროპას და, შესაბამისად, ჩეხეთს კრემლის აგრესიული ქცევისგან, ამიტომ, სამხედრო დახმარება კიევისთვის მთლიანად ემთხვევა ჩეხეთის უსაფრთხოების ინტერესებს.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავად რუსეთი არაერთხელ საუბრობდა მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მათ შორის, ჩეხეთთან დაპირისპირებაზე. „ეჭვგარეშეა, უკრაინისთვის თავიდანვე რომ არ დაგვეჭირა მხარი - ჩეხეთს, პოლონეთს, თითქმის ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს - რუსული არმია დღეს კიევში იქნებოდა,“ - აღნიშნა იან ირიშმა.