სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან ვითარება დაძაბულია.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ.
„გამხეცებულად ყვირიან. „ალტ-ინფოა“. მთელი ეკლესიები თავზე დაგვემხო და იმაზე რეაქცია არ ჰქონდათ. მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული, ეს დაიმართეს. ეს აგიტაცია აყვანილია უმაღლეს დონეზე,“ - განაცხადა ფერაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“