სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ში განაცხადეს, რომ უწყებამ სამართალწარმოება დაიწყო.
მედიის ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
საუბარია წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც ასევე არის გამოსახული იოსებ სტალინიც. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამის გამო, პროტესტის ნიშნად მას საღებავი შეასხეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, „ხატზე სტალინის გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება, უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად, დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არ არის.“
„ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი, რომელზეც ლოცულობს ვინმე.