ენტონი ბლინკენის ახლო აღმოსავლურ ტურნეში ცვლილება შევიდა

აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი აქამდე დაუანონსებელი ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ, ბლინკენი ბაჰრეინში, მეფე ჰამადთან მოლაპარაკებების მიზნით გაემგზავრება, რათა თავიდან იყოს აცოლებული ისრაელ - “ჰამასის“ ომის ესკალაცია რეგიონულ დონეზე. ყურის სამეფო ვაშინგტონის მთავარი პარტნიორია და აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტსაც მასპინძლობს.


ბლინკენმა მეოთხე ტურნე ახლო აღმოსავლეთში 5 იანვარს დაიწყო. მისი ბოლო გაჩერება ეგვიპტე უნდა ყოფილიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მეხუთედ ჩავიდა ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა საომარი მდგომარეომა გამოაცხადა და ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ახლა დასავლეთი ომის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და ბლინკენის ტურნეც სწორედ ამას ისახავდა მიზნად.