ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში, თითქმის 220 მილიონი დოლარით დაეხმარება

ლიეტუვამ უკრაინისთვის 219 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. შესაბამისად, ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში ურუნველყოფს ამ დახმარებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


„იანვარში უკრაინას კვლავ გავუგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, სადეტონაციო სისტემებს, ხოლო თებერვალში - M-577-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს,“ - განაცხადა ნაუსედამ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში," - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა ახალი შეთანხმებები 10 იანვარს გააფორმეს.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2024-2026 წლებისთვის 219 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერის გეგმით გათვალისწინებული თანხები გამოყენებული იქნება უკრაინის ახალი სამხედრო შენაძენების დასაფარად.