4 იანვარს, დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნოვოფედორივკაში, საკის აეროდრომზე უკრაინის თავდასხმის დროს რუსული ბაზა განადგურდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი სატელიტური ფოტოები American Enterprise Institute-ის ანალიტიკოსმა ბრედი აფრიკმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ეს ადგილი ფრონტის ხაზიდან 120 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა საკის აეროდრომზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.