უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი წარმოებაზე, კერძოდ, დრონის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების განვითარებაზე შეთანხმდნენ.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციეთ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს. მადლობელი ვარ ახალი თავდაცვის მხარდაჭერისთვის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. და ეს არის არამხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, ერთობლივი წარმოების ძალისხმევა, კერძოდ, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები და სხვა თავდაცვითი საშუალებები,“ - გაანცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ შესაბამის დოკუმენტებს ხელი დღეს მოეწერა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში 10 იანვარს ჩავიდა. მან მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება ლეიტუვის პრემიერ-მინისტრსა და სეიმის სპიკერს, ასევე, ლიეტუველ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მედიისა და უკრაინული საზოგადოების წარმომადგენლებს. ზელენსკი ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტებსაც გეგმავს.