თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (ხევი-ხუნევის მონაკვეთი) მიწის მასა ჩამოვიდა. უწყების ცნობით, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო.

გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.