თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

საქართველოს ყველაზე დიდ აეროპორტში - თბილისში ნისლისა და უამინდობის გამო რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.


როგორც აეროპორტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans; AZAL; Qeshm Air) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.

სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შექმნია.