არაერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სამშვიდობო შეთანხმების საგანი არ იქნება. იქნება თუ არა ეს ასე? ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში.
„დიახ. პრინციპში, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცავდეს პუნქტს, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაციასთან და დემარკაციასთან. თუმცა, თუ დაველოდებით დელიმიტაციას და გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, იმიტომ, რომ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა. საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული.
ჩვენი დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, მას ხელი მოეწერა მხოლოდ 2012 წელს და მართალია 13 წელი გავიდა, მაგრამ ყველა ის ბოძი და სანიშნე ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დელიმიტაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. სოფლები უნდა დაგვიბრუნონ. შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ანკლავებზე კომისიის მუშაობის შედეგად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკური მიდგომაა,“ - განაცხადა ალიევმა.