ზელენსკი ლატვიაშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში სოციალურ პლატფორმა X-ის გვერდზე ავრცელებს.


„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება, რიგაში!

ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.

დიდება უკრაინას!” - წერს კარინში.

ზელენსკი ლატვიაში ჩასვლამდე, ლიეტუვასა და ესტონეთში იმყოფებოდა.